გაეროს უშიშროების საბჭო

გაერო: რუსეთმა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ რეზოლუციას ვეტო დაადო

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა ვეტო დაადო რეზოლუციას, რომელიც სირიის ქალაქ ხან-შეიჰუნში ქიმიური იარაღის გამოყენებას გმობს და სირიისგან ინციდენტის დღეს ყველა საჰაერო ოპერაციების შესახებ ინფორმაციის გადმოცემას მოითხოვს. 

რეზოლუციის ავტორები აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი იყვნენ.

რეზოლუციამ დამტკიცებისთვის საჭირო 10 ხმა დააგროვა, თუმცა რუსეთმა როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, ვეტოს უფლება გამოიყენა.

სირიაში მიმდინარე 6 წლიანი სამოქალაქო ომის პერიოდში, რუსეთმა ასადის რეჟიმის დასაცავად ვეტოს უფლება უკვე მერვედ გამოიყენა. 

რუსეთის გარდა, რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ბოლივიამ, ჩინეთმა კი თავი შეიკავა.

კომენტარები