თბილისის ზღვის განვითარების გეგმა

ნარმანია: ელისაშვილმა აბსურდი გამოაქვეყნა, ძალიან მკაცრად მოვთხოვ პასუხს

ტაბულა

თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისის ზღვის განვითარების გეგმის თაობაზე საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალექსანდრე ელისაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ილუსტრაციას „აბსურდს“ უწოდებს. ინტერპრესნიუსის ცნობით, ნარმანიამ თქვა, რომ ამის გამო, მკაცრად მოსთხოვს პასუხს ელისაშვილს. 

”თქვენც გეღიმებათ, ხომ ხედავთ, მეც მეღიმება ამასთან დაკავშირებით. ეს არის აბსურდი, როგორიც მან გამოაქვეყნა. ამას არანაირი შეხება არ აქვს რეალობასთან. ძალიან საინტერესო კვლევა გავაკეთეთ და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მის პრეზენტაციას. როგორც ჩანს, ელისაშვილს არ აწყობს ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება ჩვენს ქალაქში, ის სიკეთეები, რაც კეთდება, მისი მხრიდან უკუღმა არის, როგორ წესი დანახული. მე მას ძალიან მკაცრად მოვთხოვ პასუხს, დედაქალაქის საკრებულოში როდესაც მივალ”, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა Facebook-ზე თბილისის ზღვის განვითარების გეგმის ილუსტრაციის ნაწილი გუშინ გამოაქვეყნა.


ფოტო: ალექსანდრე ელისაშვილი
"ალბათ, იფიქრებთ, რომ გავგიჟდი და საძაგლობებს ვდებ. არა, მე არ გავგიჟებულვარ - ეს არის თბილისის მერიის მიერ შეკვეთილი - თბილისის ზღვის კონცეპტუალური განვითარების გეგმის ერთ-ერთი ილუსტრაცია. ამ გეგმაში თბილისის მერიამ ერთ უცხოურ კომპანიას 476 ათასი ლარი გადაუხადა. დიახ, ნახევარი მილიონი გადაიხადეს ჩვენი ჯიბეებიდან ამ ფალოსის ნახევარკუნძულის დაპროექტებაში. ეგ ერთი საკითხია და მეორე ისაა, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა თითქმის მზადაა და ამ დროს საგანგებოდ მხოლოდ თბილისის ზღვის კონცეპტუალური განვითარების გეგმის შეკვეთა და დამუშავება არის ძალიან საეჭვო რამ", - წერს ელისაშვილი ფეისბუქზე.

კომენტარები