ნარკოპოლიტიკა

2016 წელს ნარკოტესტირებაზე 22 305 პირი წაიყვანეს, პასუხი ძირითადად უარყოფითი იყო

შსს-ს მონაცემებით, ნარკოტიკების მოხმარებაზე შესამოწმებლად წაყვანილი ადამიანების ტესტირების შედეგი უმრავლეს შემთვევაში უარყოფითია.

ამის შესახებ ინფორმაცია სახლახო დამცველის 2016 წლის ანგარიშშია მოცემული.

მონაცემების მიხედვით, 2016 წელს ნარკოტესტირებაზე სულ 22 305 პირი წაიყვანეს, მათგან ნარკომოხმარება 8229 ადამიანს დაუდგინდა, 14 176 შემთხვევაში კი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო.

ომბუდსმენის ანგარიშში აღნიშნულია, რომ არაერთ შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა პირებმა წერილობით უარი თქვეს ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე, მიუხედავად ამისა, ისინი მხოლოდ ადმინისტრაციული დაკავების ვადის, 12 (თორმეტი) საათის გასვლის შემდეგ გაათავისუფლეს.

კომენტარები