აქცია ბათუმში

ბოკერია: 5 წელია ქართული ოცნება ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს

ჩვენ ცალსახად ვგმობთ ამ ძალადობას არ აქვს მნიშვნელობა რა მიზეზით, რა ლეგიტიმური საფუძვლებით იყო ეს გამოწვეული. ასეთი ძალადობა და ვანდალიზმი აზიანებს და საფრთხეს უქმნის ჩვენ თითოეულ მოქალაქეს, ფიზიკურად იქ მყოფ და მცხოვრებ ადამიანებს, მთლიანად ქვეყანას. ასევე სპეციფიკურად აზიანებს და ასუსტებს ხელისუფლების წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტის გამოყენების უფლებას, ამ ტრადიციას და ხელს აძლევს პრინციპში ისეთ უპასუხიმგებლო ხელისუფლებას როგორიც დღეს ჩვენ გვყავს, სამწუხაროდ. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ცალსახად არის ივანიშვილის მთავრობის. 5 წელია ეს ხალხი ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს, ახალისებს ძალადობრივ ჯგუფებს, ახალისებს პოლიტიკურ ძალადობას, ნერგავს ნიჰილიზმს სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, ამცირებს პარტულს, აძლევს მას არალეგიტიმურ დავალებებს, რითაც ქმნის უფსკრულს საზოგადოებასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს, კერძოდ პოლიციას შორის.  

მოძრაობა თავისუფლებისათვის - ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ბათუმში მომხდარი დაპირისპირების შესახებ.

კომენტარები