აქცია ბათუმში

ბათუმში აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

batumelebi.netgazeti.ge

ბათუმში გამართულ აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბათუმელები" ავრცელებს.

სააგენტოს თქმით, პოლიციამ გაზი მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა პოლიციის შენობასთან მყოფი პოლიციის სპეციალური რაზმის მისამართით ქვები ისროლეს. აქციის მონაწილეები ცოტა ხნით მიმოიფანტნენ, თუმცა ცოტა ხანში აქცია კვლავ განახლდა და გაგრძელდა. 

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი პირის დაკავების ფაქტს სპონტანური აქცია მოყვა, სადაც მოქალაქეები დაკავებულების დღესვე გათავისუფლებას ითხოვენ. აქცია "ბათუმი პლაზასთან" ცოტა ხანში ხალხმრავალი გახდა და ცოტა ხანში პარალელური აქცია გაიმართა აჭარის პოლიციის დეპარტამენტთანაც. ორივე აქციაზე ჯამში 6 პირია დაკავებული. აქციას პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. 

კომენტარები