რუსთავი 2-ის საქმეზე უსამართლო გადაწყვეტილების აღასრულებით მედიაპლურალიზმს შეექმნება საფრთხე - ამას ამბობს ჩვენი ომბუდსმენი, რომელიც ქართული ოცნების უმრავლესობამ აირჩია. როგორც ჩანს, ეს ომბუდსმენი არ მოსწონთ იმიტომ, რომ მათთვის მისაღებ განცხადებებს არ აკეთებს. ახლა კი ქმნიან რაღაც ომბუდსმენს, რომელიც დაიცავს ხელისუფლებისგან მედიას.
ხელისუფლებამ მიიტანა იერიში რუსთავი 2-ზე, ხელისუფლებამ გადასხა დესანტი საზმაუში და ხურავს გადაცემებს, ხელისუფლება ახდენს მედიასივრცის მონოპოლიზაციას და ახლა გვთავაზობს, რომ საკუთარი თავისგან დასაცავად უნდა შევქმნათ რაღაც ომბუდსმენის ინსტიტუტი. აბსურდული და სასაცილო განცხადებაა.