მედიაომბუდსმენი

აბაშიშვილი: ცალსახად შეიძლება ვთქვათ, რომ საინტერესო იდეაა მედიაომბუდსმენი

მნიშვნელოვანია საერთაშორისო ექსპერტების მოწვევა, ჩართულობა პროცესში, რაც შეეხება, კონკრეტულად მედიაომბუდსმენთან დაკავშირებულ იდეას, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, როცა ქვეყანაში არსებობს გარკვეული ტიპის პრობლემა, ყველაზე უფრო სწორი, ადეკვატური არის, რომ პრობლემების შესახებ ვილაპარაკოთ პირდაპირ, ვთქვათ სიმართლე, რაც უფრო რეალური იქნება პრობლემის მოგვარებასთან მიმართებით. ცალსახად შეიძლება ვთქვათ, საინტერესო იდეაა მედიაომბუდსმენი, საინტერესო იდეა იქნება კიდევ უფრო მეტად, თუ მისი განხილვა მოხდება თანამშრომლობით და კონტექსტში ჩვენს დღევანდელ ომბუდსმენთან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის შესახებ პრემიერის ინიციატივაზე.

კომენტარები