რუსთავი 2-ის საქმე

ზურაბიშვილი: თავისუფალ მედიაში იგულისხმება ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედია

ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აზრის გამოთქმის და საზოგადოებამდე მიტანის მედიასაშუალებების არსებობა. ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს იდეალურად ობიექტურ და და რაღაც უზენაესი ჭეშმარიტებების მღაღადებელ მედიას, ასეთი მედია არ არსებობს და არც არასოდეს არსებულა. როდესაც ლაპარაკია დამოუკიდებელ და თავისუფალ მედიაზე, აქ იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედია და მეტი არაფერი. ეს არის საყოველთაოდ აღიარებული და საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული სტანდარტი. ამაზე სერიოზულად დავა არის ელემენტარული უცოდინრობა.

საკრებულოს დეპუტატი დავით ზურაბიშვილი უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე Facebook-ზე წერს.

კომენტარები