გუშინ ღამით, უკრაინის დედაქალაქ კიევში მიმდინარე საპროტესტო აქციას პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.
დემონსტრანტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან მიახლოება და კარვების იქ გაშლა სცადეს, რამაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება გამოიწვია. ინციდენტის შემდეგ აქციის 5 მონაწილე დააკავეს. დაშავებულია 1 პოლიციელი.
დემონსტრანტები ხელისუფლებისგან ოკუპირებულ დონბასთან სარკინიგზო მიმოსვლისა და რეგიონიდან ქვანახშირის მიწოდების შეწყვეტას მოითხოვდნენ.