მკვლელობა რადიოეთერში

დომინიკის რესპუბლიკაში 2 ჟურნალისტი პირდაპირი რადიოეთერის დროს მოკლეს

EPA

დომინიკის რესპუბლიკაში 2 ჟურნალისტი პირდაპირი რადიოეთერის დროს მოკლეს.

მკვლელობასთან დაკავშირებით 3 პირი უკვე დაკავებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ჟურნალისტს Facebook Live ჰქონდა ჩართული, როდესაც ესროლეს. Facebook Live-ს დროს ჩანდა, რომ რადიოგადაცემა სროლის ხმამ შეაფერხა და შემდეგ ისმოდა პანიკაში მყოფი ქალის ყვირილი: "ისვრიან, ისვრიან".

შემთხვევა დომინიკის რესპუბლიკის დედაქალაქ სანტო დომინგოში მოხდა. გარდაცვლილები რადიოწამყვანი ლუის მანუელ მედინა და რადიოპროდიუსერი ლეო მარტინესი არიან.

მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

კომენტარები