ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიცატივით, არასეზონურ პერიოდში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, კახეთის სასტუმროებში 13-დან 27 თებერვლამდე ფასდაკლებების კვირეული - Discount Week გაიმართება.
პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ რეგიონში ფასდაკლებების კვირეულები მოეწყობა. პროექტის ვებგვერდზე შესაძლებელია სასტუმროების შემოთავაზებების ნახვა და ნომრების დაჯავშნა.
პროექტში ჩართული სასტუმროების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- შატო მერე
- როიალ ბატონი
- ამბასადორი
- ლოპოტა
- ყვარლის ტბა
- ძველი თელავი
- ყვარლის ედემი
- შალოშვილების მარანი
- კაბადონი
- ალაზნის ველი
- რჩეული მარანი
აღნიშნული სასტუმროები, ვიზიტორს სეზონზე გამოცხადებული ფასიდან სპეციალურ 25%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ.
ფასდაკლების მისაღებად მომხმარებელმა სასტუმროს დაჯავშნისას უნდა წარმოადგინოს სპეციალური პრომო კოდი.
დეტალური ინფორმაციისა და პრომო კოდის მისაღებათ გადადით ბმულზე.





