ხანძარი

ბათუმი-ქობულეთის გზაზე, გვირაბში ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა

Getty Images

ბათუმი-ქობულეთის გზაზე, გვირაბში ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა - ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია და შემთხვევისას არავინ დაშავებულა.

სამინისტროსვე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდიანრეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ჩადენილია ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

კომენტარები