მიხეილ საააკაშვილი

სააკაშვილი: უკრაინაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება

112.ua

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ვადამდელი არჩევნები გაიმართება, რომელშიც ერთი, კონსოლიდირებული პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს. ამის შესახებ მან cencor.net-თან ინტერვიუსას განაცხადა.

"უკრაინაში მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც ვადაზე ადრე დაინიშნება, დარწმუნებული ვარ, რომ ერთი, კონსოლიდირებული პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პოლიტიკური ძალა ჩვენი იქნება. კოალიცია არ იქნება - ხალხი კოალიციას მხარს არ დაუჭერს. უკრაინაში იქნება გარღვევა", - ამბობს სააკაშვილი.

უკრაინაში სააკაშვილის პოლიტიკური ძალა ინიციატივით გამოდის, რომ მათ, ვინც ორ ვადაზე მეტჯერ იყო არჩეული სახალხო დეპუტატად, რადაში კენჭისყრა აეკრძალოთ.

"ჩვენს პარტიას ასეთი პრინციპი აქვს - ის, ვინც ერთ ვადაზე დიდხანს იყო პარლამენტში, ვერ იქნება ჩვენს რიგებში. ჩვენს რიგებში ვერ იქნება ვერც ის, ვინც ორ წელზე მეტხანს იკავებდა მაღალ თანამდებობას უკრაინის მთავრობაში. ჩვენ გვინდა, რომ ასეთივე რეგულაციები დავუწესოთ დეპუტატებს, როგორც პრეზიდენტს. ჩვენ გვინდა კონსტიტუციური ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, რადაში ორ ვადაზე მეტხანს არჩეულ პირებს, კენჭისყრის უფლებას არ მისცემს. ჩვენ ვემხრობით, რომ დადგეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თუ არ შეასრულებენ წინასაარჩევნო დაპირებებს. ჩვენ სახელმწიფო აპარატს ორჯერ შევამცირებთ. ამასთან, უპირველეს ყოვლისა, შევამცირებთ საოლქო ადმინისტრაციასა და ბეგარას 60%-ზე ჩამოვიყვანთ", - აცხადებს სააკაშვილი.

კომენტარები