მეი-ტრამპის შეხვედრა

მეი: მინსკის შეთანხმების შესრულების გარეშე რუსეთს სანქციები არ უნდა მოეხსნას

Getty Images

ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ, ამ წუთებში ერთობლივ პრესკონფერენციას მართავენ.

ჟურნალისტის კითხვას აპირებს, თუ არა ტრამპი პუტინთან ხვალ დაგეგმილი სატელეფონო საუბრის შემდეგ რუსეთს სანქციები მოუხსნას, ტრამპმა უპასუხა, რომ სანქციების მოხსნაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა მას ყველა ქვეყანასთან კარგი ურთიერთობის ქონა სურს. ტრამპა ისიც აღნიშნა, რომ ზოგ ქვეყანასთან ეს შეუძლებელია. ტრამპის თქმით, მას რუსეთთან და ჩინეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა სურს, თუმცა მან არ დაადასტურა, რომ აშშ რუსეთს სანქციებს მალე მოუხსნის.

ტერეზა მეიმ კი აღნიშნა, რომ ბრიტანეთს სურს რუსეთს სანქციები მანამდე არ მოეხსნას სანამ მინსკის შეთანხმება არ შესრულდება.

კომენტარები