Brexit

ფილიპ ჰემონდი: დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის საერთო ბაზარს დატოვებს

ibtimes.co.uk

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის საერთო ბაზარს დატოვებს, ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის წევრმა, ფილიპ ჰემონდმა განაცხადა.

ფილიპ ჰემონდის შემდეგ, საერთო ბაზრის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერმა, ტერეზა მეიმაც დაადასტურა.

პრემიერმინისტრის თქმით, თუ ქვეყანა ამ ნაბიჯს არ გადადგამს, მაშინ გამოვა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს საერთოდაც არ ტოვებს.

დღეს დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი დოლართან მიმართებით სამი თვის მინიმუმამდე გაუფასურდა, ამჟამად ერთი ფუნტის ღირებულება $1.2 დოლარია.

ფუნტის გაუფასურებას ბაზარზე არსებული გაურკვევლობა იწვევს, ამ დრომდე უცნობია, თუ რა მასშტაბის იქნება ევროკავშირ-ბრიტანეთის "გაყრა", თუმცა სავარაუდოდ ის პრაქტიკულად ყველა შესაძლო მიმართულებით გავრცელდება.

ევროკავშირის ერთიანობა რამდენიმე ძირითადი ხელშეკრულებისა და შეთანხმების ერთობას ეფუძნება - ესენია:

  • ევროპული ეკონომიკური ზონა EEA (მოიცავს ევროკავშირის ყველა ქვეყანას და EFTA-ს სამ ქვეყანას შვეიცარიის გარდა)
  • ევროპული თავისუფალი ვაჭრობის ზონა EFTA (მოიცავს თავისუფალ სავაჭრო სივრცეს, ევროკავშირსა და ევროკავშირის რამდენიმე არაწევრ სახელმწიფოს: შვეიცარიას, ნორვეგიას, ლიხტენშტაინსა და ისლანდიას შორის)
  • ევროკავშირის საბაჟო კავშირი EUCU (მოიცავს ევროკავშირის ყველა ქვეყანას და თურქეთს)
  • ევროზონა (მოიცავს ევროკავშირის 19 ქვეყანას, ბრიტანეთი არ შედის მასში)
  • შენგენის ზონა (მოიცავს 26 ქვეყანას, ბრიტანეთი არ შედის მასში)

კომენტარები