რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქუთაისში, ახალგაზრდა მამაკაცს საცხოვრებელ სახლთან ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ.
დაშავებული თავის ტრავმით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, დაზარალებული ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"დღეს, დილის 08:00 საათზე შემოვიდა პაციენტი ქალა-ტვინის ტრავმით. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია. მისი გადმოცემით, სცემეს უცნობმა პირებმა და მიმდინარეობს გამოძიება", - ამბობს ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, თამუნა ჯანელიძე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას განუცხადეს, რომ ყაჩაღობა არ დასტურება. უწყების ინფორმაციით, მოქალაქეებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სმართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას.





