პუტინის პრესკონფერენცია

პუტინი: მხარს ვუჭერ უკრაინისთვის ევროპის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებას

რაც შეეხება უკრაინისთვის ევროპის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებას, მე სრულად ვუჭერ ამას მხარს. მეტიც, მიმაჩნია, რომ სავიზო რეჟიმი ევროპაში ეს არის ცივი ომი, ანაქრონიზმი და ის რაც შეიძლება მალე უნდა მოვიშოროთ. თუ უკრაინის მოქალაქეები შეძლებენ ევროპაში უვიზოდ ჩასვლის უფლებას, ეს იქნება სწორი ნაბიჯი. თუმცა, როგორც ვიცი, გათვალისწინებულია სავიზო რეჟიმის გაუქმება მუშაობის უფლების გარეშე. გაიზრდება თუ არა სამუშაო ძალის ნაკადი უკრაინიდან ევროპაში? რა თქმა უნდა, გაიზრდება. თუ არ მისცემენ მუშაობის უფლებას, უკრაინიდან ჩასული ხალხი დამცირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ისინი იძულებულები იქნებიან, არალეგალურად იმუშაონ. შესაბამისად, ისინი არ იქნებიან სოციალურად დაცულები და საერთოდ არ იქნებიან დაცულები. თუკი აძლევ უვიზო მიმოსვლის უფლებას, უნდა მისცე მუშაობის უფლებაც

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენიაზე.

კომენტარები