დაიცავი თავისუფლება

შეწყვიტეთ ჟრიალი და ლარს უშველეთ - შაბათს კანცელარიის წინ აქცია გაიმართება

ლარის გაუფასურება

შაბათს, 17 დეკემბერს, 17:00-ზე, მთავრობის კანცელარიის წინ აქცია გაიმართება - შეწყვიტეთ ჟრიალი და ლარს უშველეთ. აქციის ორგანიზატორი პლატფორმა "დაიცავი თავისუფლებაა".

"ეროვნული ვალუტა რეკორდული ტემპებით უფასურდება, მთავრობა კი ამის შესაჩერებლად არცერთ ქმედით ნაბიჯს არ დგამს. პირიქით, ქართული ოცნების გეგმა კრიზისის გაღრმავებას უწყობს ხელს.

ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესაჩერებლად სახელმწიფოსგან სწრაფ და ერთადერთ გონივრულ მოქმედებას - ხარჯების მკვეთრ შემცირებას და გადასახადების არათუ გაზრდას, არამედ შემცირებას მოვითხოვთ.

შეწყვიტეთ ჟრიალი, მოიჭირეთ ქამრები, დაწიეთ გადასახადები", - ნათქვამია პლატფორმის განცხადებაში.

კომენტარები