დაიცავი თავისუფლება

დაიცავი თავისუფლება - რუსული პროპაგანდის შესახებ მარნეულში ლექცია ჩატარდა

თამარ ჩერგოლეიშვილის ლექცია მარნეულში
ტაბულა

როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა საქართველოში? - ამ სახელწოდებით ლექცია ტაბულას დირექტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, დღეს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში წაიკითხა. ლექცია პლატფორმა "დაიცავი თავისუფლებას" ფარგლებში, საქართველოში ლიტვის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

"კამპანია ეძღვნება რუსულ პროპაგანდასთან წინააღმდეგობას. ერთგვარი წინააღმდეგობის მოძრაობაა, თუმცა, არა ისეთი, როგორიც აქამდე გვინახავს. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა მარნეულში. ამ შეხვედრით გვსურდა, მარნეულში და, ზოგადად, ქვემო ქართლში საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები გაგვეცნო, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ ან ეს მიმართულება აინტერესებთ", - თქვა ჩერგოლეიშვილმა.

ლექცია ინტერაქციული ხასიათის იყო და შეხვედრის ბოლოს ტაბულას დირექტორმა დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა.

 

 

კომენტარები