ასწლოვანი ხეები

ციხისძირიდან ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში კიდევ ექვს ხემცენარეს გადარგავენ

ასწლოვანი ტიტა შავ ძღვაში
შოთა გუჯაბიძე

ციხისძირიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, კიდევ ექვს ხემცენარეს გადარგავენ. კომპანია ზიმოს ინჟინრის ირაკლი შანავას თქმით, მოსამზადებელი სამუშაოები ერთი თვეა, მიმდინარეობს.

"რთული პროცესია ცოტათი, ერთი თვეა, რაც დავიწყეთ მუშაობა. მოსამზადებელი სამუშაოები ჩავატარეთ, გზები შეგვყავს ამ ტერიტორიაზე. ალბათ, ერთ თვეში გადავიტანთ ხეს. ჯამში 6 ხის გადატანა იგეგმება, მათ შორის, სამი მაგნოლიაა, ორი ჭაობის კიპარისი და ერთი ჭადარი", - აღნიშნა ირაკლი შანავამ ინტერპრესნიუსთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში ციხისძირიდან ხე ტიტა ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ზღვის გავლით გადარგეს. 

კომენტარები