იტალია

რენცი იტალიის პრემიერმინისტრის პოსტს ადგილობრივი დროით 19 საათზე დატოვებს

guim.co.uk

მატეო რენცი იტალიის პრემიერმინისტრის თანამდებობას ადგილობრივი დროით 19 საათზე დატოვებს. ამის შესახებ რენცი twitter-ზე წერს. რენცი ბიუჯეტის კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ გადადგა.

“ ბიუჯეტის შესახებ კანონპორექტი დამტკიცებულია. 19 საათზე თანამდებობას ოფიციალურად დავტოვებ. მადლობა ყველას და გაუმარჯოს იტალიას”, - წერს იტალიის პრემიერმინისტრი მატეო რენცი.

მატეო რენციმ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება, მას შემდეგ მიიღო რაც რეფერენდუმზე მის ინიცირებულ რეფორმებს მხარი არ დაუჭირეს. რენცის გეგმის მიხედვით, ცენტრალური მთავრობის გაძლიერების ხარჯზე სენატს უფლებამოსილება შეუმცირდებოდა.

მატეო რენცი იტალიის პრემიერმინისტრის თანამდებობას 2014 წლის 22 თებერვლიდან იკავებს.

კომენტარები