ვიზალიბერალიზაცია

ჰანი უვიზო მიმოსვლაზე: თუ ვერ შევასრულებთ დაპირებას, პოლიტიკურ ბერკეტებს დავკარგავთ

იოჰანეს ჰანი
ევროკავშირი

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ურთიერთობის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებისკენ მოუწოდა.

რადიო თავისუფლების უკრაინული ბიუროს ცნობით, ეს განცხადება იოჰანეს ჰანმა ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

"თუ ჩვენ ახლა ვერ შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს და დაპირებებს, მომავალში ჩვენ ნდობასთან ერთად, პოლიტიკურ ბერკეტებსაც დავკარგავთ. მოვუწოდებ ყველას, მათ შორის ევროპარლამენტის წევრებს, მიაღწიონ შეთანხმებას ევროკავშირის საბჭოსთან. მე ვგულისხმობ ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს არიან ამოფარებულები", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

კომენტარები