განზრახ მკვლელობა

სენაკში ქალი მოკლეს

Getty Images

სენაკში ურთიერთშელაპარაკების შედეგად ქალი მოკლეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, ბრალდებული სამართალდამცველებს ჩაბარდა. შსს-ს ცნობით, ბრალდებული ქალია.

ინტერპრესნიუსის ცნობით, შელაპარაკება ვალის გამო მოხდა.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ითვალისწინებს.

კომენტარები