ოკუპირებული რეგიონები

აპატურაი: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილებია

ტაბულა

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი რუსეთსა და აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს შორის ერთობლივი სამხედრო ძალების შესახებ ე.წ. ხელშეკრულების რატიფიკაციას ეხმაურება და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ოკუპირებული რეგიონები საქართველოს შემადგენლობაში არიან.

"რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. სამხედრო შეთანხმების რატიფიკაცია ოკუპირებულ რეგიონ აფხაზეთთან არ მოდის შესაბამისობაში საერთაშორისო კანონმდებლობასა და რუსეთის მიერ 2008 წელს აღებულ ვალდებულებებთან. ე.წ. ხელშეკრულება არ არის ვალიდური საერთაშორისო შეთანხმება. NATO-ს პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით უცვლელია, ისინი საქართველოს ნაწილებია. მოკავშირეები განაგრძობენ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას", - წერს აპატურაი ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები