ფულადი გზავნილები

ფულადი გზავნილები 4.6%-ით გაიზარდა, რომელი ქვეყნებიდან შემოდის ყველაზე მეტი გზავნილი

ruslanguage.com

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების სახით $934 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 4.6%-ით მეტია. ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია, შესაბამისად გზავნილების რეიტნგში ის ქვეყნები ლიდერობენ, სადაც მეტი ემიგრანტი ცხოვრობს. 

წინა წელთან შედარებით ფულადი გზავნილების ზრდა ძირითადად თურქეთიდან, აშშ-დან ისრაელიდან და საბერძნეთიდან შემომავალი გზავნილების ზრდას უკავშირდება. წინა წელთან შედარებით დაახლოებით 11%-ით შემცირდა რუსეთიდან შემომავალი გზავნილების მოცულობა, რაც რუსეთში არსებულ სავალუტო კრიზისს უკავშირდება, ამ შემცირების მიუხედავად რუსეთი გზავნილების რეიტნგში მაინც პირველ ადგილს იკავებს.

2016 წლის მანძილზე საქართველოდან უცხოეთში $158 მილიონი გადაირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 13%-ით მეტია. 

ფულადი გზავნილები ექსპორტთან, ტურიზმთან და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან ერთად საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა. 

კომენტარები