რადიო თავისუფლების ჟურნალისტის რიკარდ იოზვიაკის ცნობით, საქართველოს ვიზალიბერალზიაციისათვის, განახლებული შეჩერების მექანიზმის დაწესების შესახებ მოლაპარაკებები მომავალ კვირას გაგრძელდება. იოზვიაკის თქმით, სავარაუდოდ, ვიზალიბერალიზაცია საქართველოსა და უკრაინისთვის თებერვალ-მარტამდე არ ამოქმედდება.
"მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის საკითხზე მომავალ კვირას გაგრძელდება. ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ, საქართველო და უკრაინა ვიზალიბერალიზაციას თებერვალ-მარტამდე ვერ მიიღებენ", - წერს იოზვიაკი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ, "შემდგომი გადავადების გარეშე" დაიწყოს. 5 ოქტომბერს კი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (Coreper) საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



