საკადრო გადაწყვეტილებები

ბესელია: პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე ირაკლი კობახიძეს წარვადგენთ

საბოლოოდ ეს კონსულტაციები შეჯერდება და დღეს ან ხვალ, ალბათ უკვე ორშაბათამდე პოლიტიკური საბჭოს ფორმატში საბოლოო შეთანხმებამდე მივა. ცალკეულ პოზიციებზე საბოლოოდ არ ვსაუბრობთ გადაწყვეტილად, ვიდრე არ იქნება საერთო შეთანხმება. შემიძლია დავადასტურო, რომ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა იქნება წარდგენილი პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე

ქართული ოცნების წევრი ეკა ბესელია ადასტურებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე იქნება წარდგენილი.

კომენტარები