ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბიბილაშვილი: დღეს წყდება, ენმ სახალხო პარტია იქნება თუ კულუარულად მართული

ეს თანამდებობა მიხეილ სააკაშვილს უკვე აქვს დატოვებული, ვინაიდან არ არის საქართველოს მოქალაქე, ფორმალურად ეს უფლება ამ ქვეყნის რეალურმა დიქტატორმა, ბიძინა ივანიშვილმა წაართვა. ეს არის ფორმალური საკითხი, რომელიც საქმის რეალურ პრობლემას არ წარმოადგენს, დღეს წყდება არა მიხეილ სააკაშვილის ფორმალური თავმჯდომარეობის თუ არა თავმჯდომარეობის საკითხი, რადგან ეს პოზიცია ვაკანტურია დიდი ხნის განმავლობაში, არამედ წყდება ის, ნაციონალური მოძრაობა იქნება საერთო სახალხო პარტია, რომელიც ასახავს მოსახლეობის ყველაზე ფართო ინტერესებს, თუ იქნება კულუარულად მართული, ვიწრო ჯგუფის გამომხატველი არადემოკრატიული პარტია

ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი ზაზა ბიბილაშვილი დღეს დაგეგმილი პოლიტსაბჭოს სხდომის შესახებ

კომენტარები