მიგრანტთა კრიზისი

ხმელთაშუა ზღვაში 2 ნავი ჩაიძირა: დაღუპულია სულ მცირე 239 ადამიანი

Reuters

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, ხმელთაშუა ზღვაში ლიბიიდან იტალიისკენ მიმავალი, მიგრანტებით სავსე 2 ნავი ჩაიძირა. შედეგად, დაღუპულია სულ მცირე 239 ადამიანი.

გაეროს ამის შესახებ ინფორმაცია ორმა გადარჩენილმა მიაწოდა, რომლებმაც იტალიურ კუნძულ ლამპედუზაზე გამოღწევა შეძლეს.

დაღუპულთა გვამები ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის.

ორგანიზაციის ცნობით, წელს ხმელთაშუა ზღვაში 4200-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა.

კომენტარები