თეორემა

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური

კვირას, 30 ოქტომბერს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური გაიმართება. არჩევნები სულ 50 ოლქში ჩატარდება. მათგან 49-ში ქართული ოცნება მონაწილეობს, ნაციონალურ მოძრაობას კი მაჟორიტარი კანდიდატი 44 ოლქში ეყოლება. ეს მას შემდეგ, რაც ზუგდიდის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა, უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე და ამ გადაწყვეტილებისთვის თანაგუნდელთა კრიტიკაც დაიმსახურა. მეორე ტურები გადაწყვეტს, შეძლებს თუ არა ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას - ამისთვის მას 46 ოლქში გამარჯვება სჭირდება. მეორე ტურებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებსა და მოლოდინებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის ათეულის წევრთან გიორგი ტუღუშთან ვსაუბრობთ.

 

კომენტარები