განმეორებითი არჩევნები

ცესკო: ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

ცესკო
ცესკო

განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 8:00 სთ-დან გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. მან ასევე აღნიშნა, რომ №48-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებიან დამკვირვებლები, მედიის და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, შესაბამისად მუშაობს რამდენიმე ვიდეოკამერა. ანა მიქელაძემ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს მიმართა თხოვნით, საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას შექმნან ისეთი პირობები, რომ ამომრჩევლებმა შეუფერხებლად შეძლონ საკუთარი საარჩევნო უფლების განხორციელება.

დარბევის და დაპირისპირების გამო ჩაშლილ უბნებში განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრა მარნეულის ერთ და ზუგდიდის სამ უბანში ტარდება. ზუგდიდში ძირითადი კონკურენტები არიან სანდრა რულოვსი (ენმ) და ედიშერ თოლორაია (ქართული ოცნება). მარნეულში კი, აჰმედ იმამკულიევი (ენმ) და თამაზ ნავერიანი (ქართული ოცნება).

კომენტარები