განმეორებითი არჩევნები

ცესკო: აქტივობა 17:00 სთ-თვის: მარნეული - 42.82%, ზუგდიდი - 34.3%, 49.7%, 47.2%.

ცესკო
ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია მარნეულისა და ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე მიმდინარე განმეორებით არჩევნებზე, ამომრჩევლის აქტივობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 17:00 საათის მონაცემებით, მარნეულის 48-ე უბანზე ამომრჩევლის აქტივობა იყო 42.82%, რაც 615 ამომრჩეველია. ზუგდიდის 38-ე უბანზე - 34.3%, რაც - 393 ამომრჩეველია. ზუგდიდის 79-ე უბანზე 49.7%, რაც 460 ამომრჩეველია. ზუგდიდის 108-ე უბანი - 365 ამომრჩეველი - 47.2%. 

მარნეულის მუნიციპალიტეტის №48-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 1 436 ამომრჩეველი, ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამივე საარჩევნო უბანზე ჯამში 2 844 ამომრჩეველია.

დარბევის და დაპირისპირების გამო ჩაშლილ უბნებში განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრა მარნეულის ერთ და ზუგდიდის სამ უბანში ტარდება. ზუგდიდში ძირითადი კონკურენტები არიან სანდრა რულოვსი (ენმ) და ედიშერ თოლორაია (ქართული ოცნება). მარნეულში კი, აჰმედ იმამკულიევი (ენმ) და თამაზ ნავერიანი (ქართული ოცნება).

კომენტარები