არჩევნები 2016

რატიანი: "ოცნებას" სურს ქვეყნის მართვა იმ ლეგიტიმაციით, რაც საზოგადოებას არ მიუცია

ხელოვნური და არაჯანსაღია, როდესაც ერთი კაცის მიერ არაფორმალურად მართული პოლიტიკური ძალა გაყალბებისა და ძალადობის გზით იღებს 47%-ს და სურს ამაზე მეტი - ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა და მართოს ქვეყანა იმ ლეგიტიმაციით, როდესაც საზოგადოებას ეს ლეგიტიმაცია მისთვის არ მიუნიჭებია. მას სურს ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ რეფერენდუმის გარეშე, ეკონომიკურ კრიზისში მყოფ ქვეყანას აუწიოს გადასახადები, მას სურს, რომ მაგალითად, ქუთაისს პარლამენტის მაგივრად შეაჩეჩოს ნარჩემაშვილი და მას სურს, რომ დაანგრიოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, რათა უმრავლესობის მიერ გადაჭარბებულ ძალაუფლებას არ ჰქონდეს შემაფერხებელი ფაქტორები.

ენმ-ის წევრი სერგო რატიანი.

კომენტარები