არჩევნები 2016

კახიძე: საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს, რა არის მისთვის უკეთესი

საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს, რა არის მისთვის უკეთესი - ჰქონდეს სრული კარტ-ბლანში ქართულ ოცნებას და მან თავის ჭკუაზე შეცვალოს კონსტიტუცია თუ ის, რომ იყოს ქართული ოცნების გაწონასწორების მექანიზმი პოლიტიკური ოპოზიციის სახით. ეს არის საზოგადოების გადასაწყვეტი და საზოგადოებამ თავისი და დემოკრატიული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ოთარ კახიძე ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაძლო მოპოვებასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს იმართება.

კომენტარები