ნარკოდანაშაული

ე.წ. ბიოს უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ე.წ. ბიოს უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, 1968 წელს დაბადებული თ.მ-ს ჩხრეკისას, 150 შეკვრად დაფასოებული ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოიღეს.

გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

კომენტარები