ძალიან პრობლემატური იყო ის წინასაარჩევნო გარემო, რომელშიც მოგვიწია მონაწილეობის მიღება, იყო ძალიან ბევრი დარღვევა, ძალადობა, არათანაბარი პირობები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვალდებულები ვართ, პატივი ვცეთ ჩვენს ამომრჩეველს, ასევე იმ ამომრჩეველსაც, რომელმაც ხმა არ მოგვცა. დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება ძლიერი პროევროპული ოპოზიცია, რათა ივანიშვილს შევუშალოთ ხელი იმაში, რომ მან მოაგროვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და მართოს ქვეყანა ისე, როგორც სურს, ყველანაირი წინააღმდეგობის გარეშე. ამიტომ, ჩვენი ვალდებულებაა, ჩვენს ამომრჩეველთან მიმართებაშიც და ასევე ზოგადად საქართველოს მოსახლეობასთან მიმართებაში, რომ ყველა რესურსი გამოვიყენოთ, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო, რათა ივანიშვილს ამაში ხელი შევუშალოთ
tbl.ge/1xzd
დაკოპირდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგი კაპანაძე პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შევა და არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. კენჭისყრა 31-ით 8-ის წინააღმდეგ დასრულდა.
ამავე თემაზე
- გოგიჩაიშვილი: კვირიკაშვილი და ძიძიგური დანაძლევდნენ, მოვიგებდი თუ არა არჩევნებს
- ზურაბიშვილი: პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ათეული ცნობილია
- ამომრჩევლებს სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა 3 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ
- კობახიძე: ოპოზიციური პარტიების მიერ დეკლარირებული თანხები დახარჯულზე ნაკლებია




