კრიმინალი

ვარკეთილში ერთი პირი მოკლეს, ხოლო მეორე - დაჭრეს

ვარკეთილში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 35 წლის მამაკაცი მოკლეს, ხოლო მისი ძმა მძიმედ დაჭრეს.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამასთან, დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო ერთი პირი დააკავეს.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მკვლელობას წინ შელაპარაკება უძღვოდა.

კომენტარები