არჩევნები 2016

ომბუდსმენი: საარჩევნო გარემომ მეტწილად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის შეფასებით, საარჩევნო პროცესმა მეტწილად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

ომბუდსმენმა არჩევნების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, ამ პროცესის მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობის გაცნობიერებასა და სტაბილური გარემოს შენარჩუნების ხელისშეწყობისკენ მოუწოდა.

"სახალხო დამცველის მონიტორებმა დააფიქსირეს ძალადობის ცალკეული ფაქტები. მათ შორის, განსაკუთრებულად მწვავე იყო მარნეულში, #48 უბანთან შექმნილი ვითარება, რომელსაცსახალხო დამცველი განცხადებით გამოეხმაურა. ამავდროულად, სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო თბილისში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 2 წარმომადგენლის ცემის ფაქტის შესწავლა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება. მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან დროული რეაგირება მსგავს ფაქტებზე", - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

კომენტარები