არჩევნები 2016

საია: საარჩევნო პროცესებში ჩართულმა მხარეებმა ძალადობისგან თავი შეიკავეთ

ანა ნაცვლიშვილი
თეორემა/ტაბულა

"მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, მაქსიმალურად თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის ძალადობისგან, ძალადობის წახალისებისგან", - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა ისაუბრა.

"მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, მაქსიმალურად თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის ძალადობისგან, ძალადობის წახალისებისგან, დაიცვან კანონი და მოთმინებით დაელოდონ კენჭისყრის პროცესის დასრულებას, ასევე საარჩევნო უბნებზე შედეგების შეჯამებას. ასევე მინდა, მოვუწოდო პოლიტიკურ პარტიებს, რომ მოუწოდონ საკუთარ მხარდამჭერებს, ნუ იქნებიან შეკრებილნი უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის ოლქის 48-ე უბანზე დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეთა ჯგუფები საარჩევნო უბანზე შეჭრას ცდილობდა და ხელკეტებს იყენებდა.

კომენტარები