საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღეს. გიორგი მარგველაშვილმა ხმა მთაწმინდაზე, #6-ე საარჩევნო უბანზე მისცა. ქართული ოცნების პირველმა ნომერმა გიორგი კვირიკაშვილმა კი საკუთარი არჩევანი საბურთალოს მეოთხე ოლქის #24-ე უბანზე გააკეთა.
"მინდა საქართველს მივულოცო არჩევნების დღე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მე, რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირე კიდევ უფრო უკეთეს, დემოკრატიულ მომავალს, ქვეყნის სტაბილურ განვითარებას,კეთილდღეობას თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და სწრაფ ეკონომიკურ აღმავლობას. მხარი დავუჭირე ჩვენი შვილების, ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობას და უკეთეს განათლებას. მე დარწმუნებული ვარ, ეს იქნება საქართველოს უკეთესი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი",- განაცხადა ხმის მიცემის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა.





