ეს უმძიმესი დანაშაული შეიძლება იყოს მხოლოდ იმ ძალის ინტერესებში, რომელიც ვერ ეგუება ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ და მშვიდ საარჩევნო გარემოს. მინდა მივმართო ამ პროვოკაციის დამგეგმავებს და განმახორციელებლებს - თქვენ აუცილებლად უმკაცრესად აგებთ პასუხს კანონის წინაშე. ვერცერთ დამნაშავეს ვერ დაიცავს ვერანაირი იმუნიტეტი ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ყველა აგებს პასუხს! ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ და არ დავუშვებთ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას.
გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა
პრემიერი: დამნაშავეს ვერ დაიცავს ვერანაირი იმუნიტეტი ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა
tbl.ge/1x9u
დაკოპირდა

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გივი თარგამაძის აფეთქებაზე, რა დროსაც ოთხი ადამიანი დაშავდა.
ამავე თემაზე
- ამით დამიდასტურეს, რომ ღარიბაშვილი და მისი სიმამრი ამ საქმეში მონაწილეობდნენ - თარგამაძე
- თარგამაძე: გამოდის, ხეჩუაშვილმა გაიღვიძა ერთ დღეს იმ მიზნით, რომ მე უნდა მომკლას უმოტივოდ
- თარგამაძე: ხეჩუაშვილისთვის 18-წლიანი სასჯელი ადეკვატურია, თუმცა სასამართლო ფიქცია იყო
- გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობაზე ბრალდებულ ხეჩუაშვილს 18-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
- გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობიდან ერთი წელი გავიდა




