კომუნიზმი

ივანიშვილი კამბოჯის დიქტატორზე: იცით, პოლ პოტმა ნიკარაგუაში რა უბედურება დაატრიალა?

ტაბულა

საქართველოს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" კომუნიზმის შესახებ ისაუბრა. ექსპრემიერის თქმით, კომუნიზმის იდეის ავტორი კარლ მარქსი კარგი ფილოსოფოსია, თუმცა თავად კომუნიზმი არაჰუმანური მოძღვრებაა. ივანიშვილმა მარქსიზმის დანაშაულების მაგალითად შეცდომით მოიყვანა "ნიკარაგუის" დიქტატორის პოლ პოტის მმართველობის პერიოდი, რომელიც სინამდვილეში არა ნიკარაგუას, არამედ კამბოჯას (მაშინდელ კამპუჩიას) მართავდა. 

"საუბედუროდ, კომუნიზმის იდეა იყო მცდარი და მცდარ იდეას ეწირებოდა მილიონობით ადამიანი. მარქსიზმის თანასწორობის იდეა ყველა ქვეყანამ უარყო და ყველა ქვეყანაში, სადაც იყო, უაღრესად ცუდი გამოვლინება ჰპოვა. ძალიან ცუდი გამოვლინება ჰპოვა მათ რიცხვში საბჭოთა კავშირში. და აი, პოლ პოტიც ნახეთ, ნიკარაგუაში რა ქნა, იცით ხომ, რა უბედურება დაატრიალეს იქ მარქსიზმის იდეით. ინტილიგენცია ყელამდე ჩაფლეს მიწაში, გააუპატიურეს და თოხებით მოკლეს, იარაღი არც უხმარიათ. ეს არის მარქსიზმის დანაშაულებები. მარქსი ამავდროულად კარგი ფილოსოფოსი იყო და მე არ ვეხები მის ფილოსოფიურ მიმდინარეობებს", - ამბობს ივანიშვილი. 

პოლ პოტის "წითელი ქხმერების" რეპრესიებს სხვადასხვა გათვლით 3-დან 4 მილიონამდე ადამიანი შეეწირა. ისტორიაში ერთ-ერთი სისხლისმღვრელი რეჟიმი 1979 წელს, მეზობელი ვიეტნამის ჯარების შეჭრის შედეგად დაეცა.

კომენტარები