კომუნიზმი

ივანიშვილი: კარლ მარქსი კარგი ფილოსოფოსი იყო

საუბედუროდ, კომუნიზმის იდეა იყო მცდარი და მცდარ იდეას ეწირებოდა მილიონობით ადამიანი ... მარქსიზმის თანასწორობის იდეა ყველა ქვეყანამ უარყო და ყველა ქვეყანაში, სადაც იყო, უაღრესად ცუდი გამოვლინება ჰპოვა. მარქსი ამავდროულად კარგი ფილოსოფოსი იყო და მე არ ვეხები მის ფილოსოფიურ მიმდინარეობებს. მაგრამ დანაშაული იდო თვითონ თეორიაში, რომ ადამიანებს ყველანაირ უფლებებს ართმევდნენ. საკუთრების უფლებას ართმევდნენ რეალურად და კიდევ უამრავი სიმახინჯე ხდებოდა. სამწუხაროდ, თვითონ იდეა არ ღირდა ბრძოლად, ამ მეთოდებით კარგი იდეაც არ ღირს ბრძოლად. 

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი GDS-ის ეთერში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე.

კომენტარები