არჩევნები 2016

ენმ: ზუგდიდში აქციის ჩატარებაში პოლიცია აგრესიულად გვიშლის ხელს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ დღეს ზუგდიდში ენმ-ის წინასაარჩევნო აქციაა დაგეგმილი და პოლიცია ადამიანებს აქციის გასამართ ადგილზე მისვლის საშუალებას არ აძლევს.

"დღეს ქალაქ ზუგდიდში არის დაგეგმილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მრავალათასიანი წინასაარჩევნო აქცია, სადაც ჩვენი პარტიის ლიდრები ადგილობრივ მოქალაქეებს ჩვენი პარტიის პროგრამას გააცნობენ - როგორ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა იმ კრიზისიდან, რომელშიც იგი ბიძინა ივანიშვილმა შეიყვანა. როგორც ჩანს, გუშინ ბათუმში გამართული მსგავსი მრავალათასიანი აქციით იმდენად შეშინებულია ივანიშვილის მავნებლური ხელისუფლება, რომ დღეს ზუგდიდში პოლიცია, სამართალდამცავი სტრუქტურები ყოველმხრივ, აგრესიულად ხელს უშლიან ჩვენი პარტიის წევრებს აქციის ჩატარებაში, აჯარიმებენ მანქანებს, ადამიანებს არ აძლევენ აქციის გასამართ ადგილზე მისვლის საშუალებას მიხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით ხდება აქციის გამართვა - ზუგდიდის მერიის ნებართვით", - ამბობს კანდელაკი.

კომენტარები