საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციოში უგულავას და ე.წ. კაბელების საქმის განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლოში გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმის განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა. პროცესი 16:00-ზე იყო ჩანიშნული, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, საქმის განხილვა 17 საათზე გადაიტანეს. პრესსამსახურის ინფორმაცითვე, მოსამართლეები სასამართლოში არიან და სხდომის დაწყებას ელოდებიან.

გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების გაერთიანებული საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე არაერთხელ გადაიდო. მიზეზი მოსამართლეების გამოუცხადებლობა გახდა. საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს გაფლანგვის მუხლის კონსტიტუციურობას, რომლის საფუძველზეც უგულავასა და თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ თანამშრომელს პატიმრობა აქვთ შეფარდებული

კომენტარები