არჩევნები 2016

პრემიერი: კარდინალურად განსხვავებული ვითარებაა, არავინ არავის არ ერჩის

ამ 4 წლის განმავლობაში, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო ადამიანი, ადამიანის ღირსება, ადამიანის უფლებები და ისეთი ფუნდამენტური უფლება, როგორც არის ჯანმრთელობის დაცვა. დღეს ხედავთ, რომ არის კარდინალურად განსხვავებული ვითარება საქართველოში, არავინ არავის არ ერჩის, წინასაარჩევნო პროცესი მიმდინარეობს ძალიან მშვიდობიანად, არ არის ზეწოლა ოპოზიციონერებზე, მათ შორის, არ არის ბიზნესზე ზეწოლა და პრაქტიკულად, საქართველოში პოლიტიკური სინამდვილე არის შეცვლილი.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელვაჩაურსა და ქედაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.

კომენტარები