დიდი ბრიტანეთი

დევიდ კამერონი პარლამენტარის თანამდებობას ტოვებს

Britain's Prime Minister David Cameron speaks during a news conference at number 10 Downing Street in London
REUTERS

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, დევიდ კამერონი, პარლამენტის წევრის თანამდებობას ტოვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Independent კამერონის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კამერონის გადადგომის გამო პარლამენტის ახალი წევრის ასარჩევად რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება უიტნიში, რომელსაც კამერონი წარმოადგენდა.

კამერონის თქმით, პრემიერმინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ ის უიტნის არეას სათანადოდ ვეღარ წარმოადგენდა.

"ჩემი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ შეუძლებელია, რომ როგორც ყოფილმა პრემიერმინისტრმა, პარლამენტარობა წარმატებით მოვახერხო. მინდა, რომ უიტნის ახალი პარლამენტის წევრი ჰყავდეს, რომელიც სრულად მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკურ ცხოვრებაში", - განაცხადა კამერონმა.

შეგახსენებთ, რომ კამერონი პრემიერმინისტრის თანამდებობიდან 24 ივნისს გადადგა, მას შემდეგ, რაც რეფერენდუმის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებდა. კამერონის გადადგომის შემდეგ პრემიერის პოსტი ტერეზა მეიმ დაიკავა. 

დევიდ კამერონი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის მომხრე იყო. რეფერენდუმის საპირისპირო შედეგის შემდეგ კი მან პოსტის დატოვება გადაწყვიტა.

კომენტარები