შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: კუბლაშვილს ლამის ვაჟკაცობად ჩავუთვალე ენმ-ის დატოვება

კარგი იქნება, თუ რესპუბლიკელები ახალ უბედურებას არ გადაეყრებიან. ახლა ძალიან ემოციურები არიან და ნათელმხილველობას ნუ გაყვებიან. არავითარი საფუძველი და დოკუმენტები ამის [რომ ივანიშვილი აფინანსებს გირჩს] მათ არ გააჩნიათ. უსუფაშვილმაც თქვა ეს, გაჩერდეს, თორემ მეც ავლაპარაკდებიო. ოდესღაც უსუფაშვილი მოვიდა ორჯერ თუ სამჯერ, რომელიც ძალიან ახლო მეგობარია კუბლაშვილის, რომ კუბლაშვილს უნდა გამოსვლა ნაციონალური მოძრაობიდანო. ხოდა, ძალიან კარგია-მეთქი, რაც შეიძლება, მხარს დავუჭერ-თქო. მეტი რა უნდა მეთქვა? დავუჭირე კიდეც. თუ ნანახი გაქვთ, მე განცხადება გავუკეთე, ლამის ვაჟკაცობად ჩავუთვალე, რომ გვიან, მაგრამ მაინც მოახერხა და დატოვა ნაციონალური მოძრაობა. მართლაც ასე მეგონა თავის დროზე. იქნებ, ასეთი ტიპის საიდუმლობები აქვს უსუფაშვილს? 

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რესპუბლიკელების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, გირჩის ივანიშვილი მიერ დაფინანსების შესახებ.

კომენტარები