არჩევნები 2016

პრემიერი: წინასაარჩევნოდ ნებისმიერი ძალადობა უარყოფითად მოქმედებს ჩვენს იმიჯზე

მინდა, მივმართო ჩვენს მხარდამჭერებს, ძალადობა და ის მეთოდები, რომლებიც წარსულში ნაციონალურმა მოძრაობამ დაამკვიდრა, ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ სულ სხვაგვარი ხელწერა გვაქვს. დღეს ჩვენი ამომრჩეველი და მოქალაქეები სულ სხვა თვისებებს აფასებენ დადებითად. ამიტომ, ნებისმიერი ძალადობა, რომელსაც შეიძლება, ადგილი ჰქონდეს წინასაარჩევნო პროცესში, უარყოფითად მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების იმიჯზე.

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წინასაარჩევნო გარემოზე განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა.

კომენტარები