შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: არ მოგვივიდეს ასეთი რამ - "თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო"

ქვეყანას პატრონი უნდა ჰყავდეს. ქვეყნის პატრონი საზოგადოება უნდა იყოს. საზოგადოებამ სწორედ უნდა აირჩიოს ქვეყანაზე მზრუნავი პარტია და მთავრობა. აი, ეს არის, დღეს ჩვენ ეს გვაქვს. არ მოგვივიდეს ასეთი რამ - "თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო". მსგავსი გადაცდომა არ მოგვივიდეს, ძალიან ზედმეტად გაერთო ახლა საზოგადოება და ეძებენ რაღაც მესამე ძალას. პოლიტოლოგებიც გამოდიან და ანალიზის აზრზე არ არის უმეტესობა. არჩევანი უნდა იყოს დიდი, მაგრამ ქართულ ოცნებას სერიოზული გადაცდომები მართვაში არ ჰქონია.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან", GDS-ის ეთერში. ამჯერად ის გურიაშია.

კომენტარები